Giriş Tarihi: 18.09.2026 00:00
Güncelleme Tarihi: 18.09.2026 00:44
განცხადება
ნევშეჰირის პირველი საოჯახო სასამართლოდან
საქმის ნომერი : 2022/856
გადაწყვეტილების ნომერი: 2026/230
მოსარჩელე ბარიშ გოქჩექსა და მოპასუხე მარინე ძანაშვილს შორის ჩვენს სასამართლოში აღძრული განქორწინების საქმის (ქორწინების საფუძვლიანი შერყევის გამო განქორწინება - სადავო) ღია სასამართლო განხილვის შედეგად: გადაწყვეტილება:სარჩელის დაკმაყოფილებით;
1- ბოლუს პროვინცია, ბოლუს ცენტრალური რაიონი, ოურენჯიქის უბანი/სოფელი,ტომის ნო:99,რიგ.
ნო:9,საოჯახო რიგითი ნო.:34 რეგისტრაციაში მყოფი, ისმაილისა და ნიგარის ძე, 1983 წლის 27 აპრილს რემშაიდში/გერმანია დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის პირადი ნომრით: 18955616078, მოსარჩელე ბარიშ გუქჩექი და საქართველოს მოქალაქე მარინე ძანაშვილი თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განქორწინდნენ.
2- 2026 წლის 19 თებერვლის განცხადებით დაზუსტებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებისმოთხოვნა, მოთხოვნის წარდგენის ფორმიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს განქორწინების თანმდევ ხასიათს, ამიტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს;
3- 2026 წლის 19 თებერვლის განცხადებაში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ოდენობისმიხედვით არ იყო დაკონკრეტებული, ამიტომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა არ არსებობს.
4- გადასახდელი 732,00 თურქული ლირის მოსაკრებლიდან წინასწარ გადახდილი 80,70 თურქული ლირის გამოკლებით, დარჩენილი 651,30 თურქული ლირის გადაწყვეტილება-განჩინების მოსაკრებლის მოპასუხისგან ამოღება და ხაზინის შემოსავლებში ჩარიცხვა.
5- მოსარჩელის მიერ გადახდილი 161,40 თურქული ლირის მოსაკრებლის, აგრეთვე შეტყობინებების,მემორანდუმების, დავალებებისა და საჯარო შეტყობინებების ხარჯის 48.923,40 თურქული ლირის ჩათვლით, სულ 49.084,80 თურქული ლირის ოდენობის სასამართლო ხარჯების მოპასუხისგან ამოღება და მოსარჩელისთვის გადაცემა.
6- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაშიშესვლის შემდეგ, მოსარჩელის მიერ შეტანილი ხარჯების ავანსის გამოუყენებელი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგლამენტის 207-ე მუხლის შესაბამისად, საქმისწარმოების თანამშრომლის მიერ შემტანისთვის დაბრუნება; დაბრუნების განხორციელება: იმ შემთხვევაში, თუ საბანკო ანგარიშის ნომერი მითითებულია, ანგარიშზე გადარიცხვის გზით, ხოლო თუ ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული, ხარჯების დარჩენილი თანხიდან დაფარვით, ფოსტის მეშვეობით მისამართზე გაგზავნის გზით.
7- გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი ასლის სამოქალაქო რეესტრისსამსახურისთვის გაგზავნა. შედეგად; მოსარჩელის მეურვის თანდასწრებით, მოპასუხის არყოფნისას, დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის კანონიერი ვადის განმავლობაში, ჩვენს სასამართლოში ან ჩვენს სასამართლოში გამოსაგზავნად იმ ადგილის სასამართლოში წარსადგენი განცხადებით, კაისერის საოლქო სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებით, მიღებული გადაწყვეტილება ღიად იქნა წაკითხული და პროცედურულად განმარტებული.
2026 წლის 11 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან უცნობია მისი რეალური
საცხოვრებელი მისამართი და ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქე მოპასუხე მარინე ძანაშვილს ეცნობება საჯარო განცხადებით . ამ განცხადების გამოქვეყნებიდან შვიდი (7) დღის შემდგომ ითვლება, რომ დოკუმენტი ჩაბარებულია და ჩაბარების დღიდან ორი კვირის კანონიერ ვადაში, ჩვენს სასამართლოში ან ჩვენს სასამართლოში გამოსაგზავნად იმ ადგილის სასამართლოში წარსადგენი განცხადებით, მას უფლება აქვს გაასაჩივროს საქმე კაისერის საოლქო სააპელაციო სასამართლოში; წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, რაც ოფიციალურად ეცნობება ამ საჯარო განცხადებით.
Tercüme edilmek üzere bana verilen Türkçe dilindeki belgeyi თარგმანი შესრულებულია თურქულიდან
Gürcüce diline tam ve doğru olarak çevirdiğimi beyan ederim. ქართულ ენაზე ორიგინალის შესაბამისად
Tercüman Bilirkişi Lale GÜL Tel: 5447369811 მთარგმნელი ლალე გულ ტელ:5447369811
#ilan.gov.tr Basın No: ILN02549350